ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს განმარტებებს სთხოვს – „ვითხოვ დაკონკრეტდეს, აბსურდამდე მივალთ ასე“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისგან, ზაზა სარალიძისგან განმარტებებს ითხოვს.

დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია ზაზა სარალიძის განცხადების მიზეზი და სწორედ ამიტომ ითხოვს, ზაზა სარალიძემ დაასახელოს ბესელიას ის განცხადება, რომლითაც მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„მე, პირველ რიგში, ვერ გავიგე მიზეზი, თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე, რა იყო ამ განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს თქვენს ეთერში იყო ჩემი ჩართვა ბატონ სარალიძესთან ერთად, სად, რომელი ფრაზა იყო ის, რომელიც მან ჩათვალა, რომ იყო შეურაცხმყოფელი. მე ვითხოვ, რომ ეს დაკონკრეტდეს, სხვაგვარად, აბსურდამდე მივალთ ასე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018