ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფულს 9 ბანკში ინახავს – მისი დანაზოგი 379.000 ლარს და 700.000 დოლარს შეადგენს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფულად დანაზოგებს 9 კომერციულ ბანკსა და რამდენიმე საკრედიტო კავშირში ინახავს. კობა გვენეტაძეს დანაზოგები დეკლარაციის მიხედვით განთავსებული აქვს ეროვნულ ვალუტასა და ამერიკულ დოლარში.

,,თიბისი“ ბანკში კობა გვენეტაძეს 108 ათასი ლარი და 5 ათასი დოლარი აქვს განთავსებული, “საქართველოს ბანკში“ 108 ათასი ლარი და 289 ათასი დოლარი, ,,ლიბერთი ბანკში“ 81 ათასი ლარი, ,,ბაზის ბანკში“ 35 ათასი ლარი, ბანკში ,,ფინკა“ – 19 ათასი ლარი, “პროკრედიტ ბანკში“ 2 ათასი დოლარი და 43 ლარი, ,,ტერა ბანკში“ 27 ათასი ლარი, ,,ვითიბი ბანკში“ კი 194 ლარი, ასევე 24 ათასი დოლარს ინახავს CITI ბანკში.

გარდა ამისა 380 ათასი დოლარი საკრედიტო გავშირებში აქვს განთავსებული. ჯამში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანაზოგები საფინანსო ინსტიტუტებში შეადგენს 379 ათასი ლარსა და 700 ათას დოლარს.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018