“ეს ზურაბის ჩაფხუტია, რომელიც სტიქიის ადგილზე იპოვეს…”

ერთი საათის წინ თეა პერტაიამ ფეისბუქში დაწერა:

“ზურაბ მუზაშვილი – ჩვენი დროის გმირი…
13 ივნისის სტიქიის დროს გადაარჩინა რვა ადამიანი… 8 სიცოცხლე… 8 ოჯახი… და რვაჯერ რვა სიხარული დაუტოვა ქვეყანას…

იმ დღეს მან მეწყვილეც იხსნა… აქ უნდა გავჩერდე, რადგან ეს მოკლე მონათხრობი უკვე ყველაფერზე მეტყველებს…

ეს მისი ჩაფხუტია, როგორც სტიქიასთან, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის მებრძოლის და მასზე გამარჯვებული გმირის სიმბოლო!

ეს ზურაბის ჩაფხუტია, რომელიც სტიქიის ადგილზე იპოვეს…

გმირებად, ალბათ, იბადებიან… ადამიანი პირველად მან 10 წლის ასაკში გადაარჩინა, როცა მდინარეს პატარა ბავშვი გამოსტაცა, და ბოლოს – 2015 წლის 13 ივნისს…
ზურაბ მუზაშვილი – გმირი… #მაშველიგმირია #მაშველთაამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018