„ეს მასკარადი უნდა დასრულდეს“ – მარგველაშვილმა კვირიკაშვილი დაიცვა

„ეს მასკარადი უნდა დასრულდეს“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებას. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

პრეზიდენტმა გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ პრემიერ-მინისტრის გადადგომას დაუთმო. პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი არ იყო წარუმატებელი პრემიერი და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი.

„გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან უცებ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები. ისევე, როგორც წინა პრემიერ-მინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს, მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია, რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები? მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018