ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილადან 30 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა 21 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018