“ვგრძნობ, რომ შურმა შემჭამა”

19 წლის გოგონა ასეთ რამეს წერს:

”ფსიქოლოგისთვის არასოდეს მიმიმართავს, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ მაქვს. იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ. ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ყველას ვუყვარდი, მანებივრებდნენ, თამამი და აქტიური ვიყავი. საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც ნამდვილ ლიდერად მთვლიდნენ. ეს თვისებები რამდენიმე წელი გამყვა. ყველა დიდ პატივს მცემდა. ყურადღების ცენტრში ყოფნას ისე შევეჩვიე, რომ სხვაგვარად ვერც კი წარმომედგინა. მაგრამ თანდათან ყველაფერი შეიცვალა, ისე, რომ ვერაფერი შევამჩნიე. მეექვსე კლასში რომ გადავედი, მოულოდნელად მთელი კლასი განმიდგა. არავინ აღარ მელაპარაკებოდა. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ მერე ყველაფერი ნათელი გახდა – ჩემი ლიდერობა ბავშვებს მობეზრდათ. საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში თითქოს სხვა ადამიანი დავბრუნდი, უფრო მომთმენი და თავმდაბალი გავხდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლიდერობისადმი ლტოლვა ჩემში კვლავ ძლიერი იყო და ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. გავიდა დრო. პარალელურ კლასში ერთი ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი გოგონა სწავლობდა. მასწავლებლებს ის სულ მაგალითად მოჰყავდათ. ამ გარემოებამ ჩემს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა, რადგან  ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ყველაფერში პირველი არ ვყოფილიყავი. ვცდილობდი, მისთვის მეჯობნა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა – ის ყველაფრით უკეთესი იყო. გარდატეხის ასაკში უკვე კომპლექსები გამიჩნდა. იქიდან მოყოლებული, არც საკუთარი გარეგნობა მომწონს, არც მანერები, ჩემს შესაძლებლობებშიც ეჭვი მეპარება. საკუთარ თავს უნიჭოდ ვთვლი და ამის გამო მეზიზღება. ვგრძნობ, რომ შურმა შემჭამა. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ჩემს თავს მხოლოდ იმ გოგოს კი არ ვადარებდი, არამედ სხვებსაც და უკვე მეგონა, რომ ყველაზე ცუდი ვიყავი. თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, თუმცა ბოლოს შემეშინდა.

სკოლა დავამთავრე. უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ სწავლას თავი დავანებე, რადგან მეშინოდა ადამიანების, მრცხვენოდა საკუთარი გარეგნობის გამო, ძირითადად მარტო ვიყავი, ვერავისთან ვერ ვმეგობრობდი – მეჩვენებოდა, რომ ყველა ჩემზე ჭკვიანი და ლამაზი იყო. მართალია, ამას არ ვიმჩნევდი, მაგრამ ძალიან განვიცდიდი. გადავწყვიტე, მისაღები გამოცდები ხელმეორედ ჩამებარებინა, მეგონა, რომ ახალ ჯგუფში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მეგობრები არ მყავს, საკუთარ თავში ჩავიკეტე. იშვიათად ვახერხებ, ამხანაგებთან კონტაქტში შევიდე, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. არც ბიჭებთან გამომდის ურთიერთობა. მათ ძალიან უხეში და ამაყი ვგონივარ. ეს კი ჩემი ნიღაბია. მეშინია, თავი არ მოვაბეზრო. ერთხელ ერთ ბიჭს მოვეწონე და პაემანი დამინიშნა, მაგრამ უარი ვუთხარი, შემეშინდა, რომ მალე მიმატოვებდა. გამუდმებით აფორიაქებული ვარ, ვალერიანის წვეთებს ვსვამ და არ მშველის. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სიცოცხლე აღარ მინდა და ძალიან მეშინია.”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018