ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ძაღლების ყოფილი თავშესაფრის ნანგრევებში ნახეს. მომხდარის შესახებ ვრცელდება ორი ვერსია – ერთის მიხედვით მამაკაცის ცხედარი დასახიჩრებულია და მას კიდურები არ აქვს, თუმცა ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. საუბარია იმაზეც, რომ ცხედარი მთის ზემოთ არსებული სასაფლაოდან ჩამოშლილ მიწის ნაშალს ჩამოჰყვა.

ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ ცხედარი გამვლელმა შემთხვევით იპოვა.

„ამ ობიექტზე ვმუშაობდით და ზემოთ ვიღაც ბიჭებმა დაინახეს, მკვდარი ასვენიაო. გაიარა შემთხვევით და დაინახა შემთხვევით. ვარაუდობენ, რომ სასაფლაო ჩამოიშალა ზევიდან და იქიდან არის გადმოვარდნილი,“ – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ასევე ამბობენ, რომ ტერიტორია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ეპიცენტრია და არაა გამორიცხული სტიქიისას გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყოს.
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება.

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018