ვინ არის ასლან ჯიოევი, რომელიც ღუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობს

მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრის დავით ქაცარავას ინფორმაციით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის, დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძიდ თბილისში,ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. ის გუშინ, სავარაუდოდ, ავტოავარიის შემდეგ გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ წითელ ჯვარში და ღუდუშაურის კლინიკაშიც.
ქაცარავას თქმით, გამოჯანმრთელებისთანავე ასლან ჯიოევს უკან დააბრუნებენ და ქართველი სამართალდამცავები ვერ დაკითხავენ. მისივე ინფორმაციით ჯიოევს მთელი ღამის განმავლობაში ქართველი ძალოვანები იცავდნენ.
„როგორც ექიმებისგან გავიგეთ, არც ისეთი მძიმე არის მისი მდგომარეობა, რომ მას სჭირდებოდეს რეანიმაციული განყოფილება, თუმცა, ამას იყენებენ იმისთვის, რომ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ჩნდება კითხვა, რატომ ვმკურნალობთ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ ქართველ ჯარისკაცებს. თუ ჯიოევს იცავს წითელი ჯვრის იმუნიტეტი, მაშინ არანაირი ხელსაყრელი სიტუაცია ჩვენ არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს იმუნიტეტი ნიშნავს იმას, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, უკან დააბრუნებენ. ანუ, არც არანაირი გამოკითხვა ჩაუტარდება, არც დაკითხვა, არც დაკავება და არანაირი სამართლებრივი პროცედურა მას არ შეეხება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამართალდამცველებისთვის ეს გარემოება არაფრის მომცემი არ არის. შეგახსენებთ, რომ ფილიპ ხაჩიროვი არის დამკვეთი და შემსრულებელი ტატუნაშვილის მკვლელობის, მისი ძმა ლუდმიკ ხაჩიროვია კი არის შემსურლებელი. ჯიოევს კი მთელი ღამის განლავლობაში ქართველი ძალოვანების დიდი ნაწილი იცავდა“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ ასლან ჯიოევი ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია. ფილიპ ხაჩიროვი კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, კავშირში არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან.
შესაბაის უწყებებში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018