ვინ არის მერაბ მორჩაძე – მისი სახელი წითელ პარკში სისხლიან ინციდენტს უკავშირდება

ვინ არის მერაბ მორჩაძე - მისი სახელი წითელ პარკში სისხლიან ინციდენტს უკავშირდებახორავას ქუჩის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ბიძაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას, რა სახის ზეწოლას ახდენდა დაკავებული ხორავაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეებზე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მერაბ მორჩაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებას გულისხმობს.
გახარიას უწყების ინფორმაციით, „მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“.
ცნობისთვის, მორჩაძის სახელმა წითელ პარკში პირველ თებერვალს მომხდარ სისხლიან გარჩევის შემდეგაც გაიჟღერა, როდესაც სამი არასრულწლოვანი დაიჭრა. ერთ-ერთი სწორედ მერაბ მორჩაძის ნათესავი იყო.
მაშინ მერაბ მორჩაძე ამბობდა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მე-12 კლასელს უცხო პირებმა ფული მოსთხოვეს.

ნიუპოსტი