ზაზა სარალიძემ აქციები 1 კვირით შეწყვიტა

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია დასრულებულია.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირთ შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარს სრულად უჭერს.
თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, ემორჩილებიან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებას და დღეს აქცია აღარ გაგრძელდება.
ზაზა სარალიძემ დღეს ერთკვირიანი ტაიმ-აუტი აიღო და აქცია შეწყვიტა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018