ზაზა სარალიძე აქციაზე მივიდა – ”მეუღლე მყავს ცუდად და მალე უნდა დავბრუნდე სახლში, ვაკის აქციაზე ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე”

ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან მივიდა. მისი თქმით, მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მალევე უნდა დატოვოს აქცია.
“სადაც ჩემი და ჩემი შვილის მხარდამჭერები არიან ყველგან ვიქნები. მეუღლე არის ძალიან ცუდად და სახლში უნდა დავბრუნდე, მე მგონი, გამიგებს ყველა. ცოტა ხნით მოვედი აქციაზე” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეს პერიოდი სახლში იმყოფებოდა.

„ნებისმიერ მოქალაქეს მოვუხმობ, დამიდგეს გვერდში,“ – თქვა ზაზა სარალიძემ.

მან ვაკეში მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა.

“ვაკის აქციაზე ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე, სადაც აგრესიაა, იქ ჩემი ადგილი არ არის… დღევანდელი დღიდან გამომდინარე, მე იქ ვერ ვიგრძენი მხარდაჭერა და სულისკვეთება, ყველას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. იქ ზეწოლები იყო, შეურაცხყოფა,”- აღნიშნა სარალიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018