ზაზა სარალიძე – ”კვირიკაშვილმა მითხრა, თუ გინდა, ახლავე გადავდგებიო, მას 10 ივნისამდე აქვს ვადა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი და სახალხო დამცველი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი მოთხოვნები უცვლელი რჩება და ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს პრემიერ-მინისტრის მხრიდან:

„ყველაფერი უცვლელი რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს თუ ესენი გონს არ მოვლენ. რა უნდა ეთქვა? პრემიერმა განმიმარტა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა თანამდებობასო, მაგრამ ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. თავიდან გამოძიების დაწყება არ არსებობს, გამოძიება უნდა დაიწყოს უკნიდან“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ათ რიცხვამდე, იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც დაფარა, ვინც გააყალბა, თუ ვერ დავინახავ კონკრეტულ ნაბიჯებს, არც სახლში ვაპირებ წასვლას, პოზიცია იგივე მაქვს და იგივე მექნება. აქციები პარალელურად გაგრძელდება.
საბოლოო სიტყვა ეს მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგებიო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დავინახავ, აქედანვე მოვუწოდებ, ამას საზოგადოებაც დაინახავს, ხალხიც დაინახავს, პოლიტიკოსებიც დაინახავენ. იგივე პოზიციაზე ვარ აბსოლუტურად. მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი ვის ავალდებულებდა, რომელი გამომძიებელი იყო, მინისტრი თუ ყველა, ვინ გასცა ბრძანება, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018