ზაზა სარალიძე – “მეგონა, მირზა სუბელიანს ბრალს წაუყენებდნენ”

– მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდენ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა.

სარალიძის თქმით, როგორც მინიმუმ, სუბელიანმა ნახა მკვლელი კალანდიების ოჯახში და სამართალდამცველ სტრუქტურებს არ შეატყობინა. მისივე თქმით, მის მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნა 10 ივნისამდე დამნაშავეების დასჯის შესახებ ძალაში რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები. პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. მე მაგათთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია, რომ ჩუმად აწარმოონ ეს საქმე. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. გაუთქმელობაზე კი არა, თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს“, – განაცხადა სარალიძემ.

მირზა სუბელიანმა შსს-ს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და შესაბამისად, დღევანდელი გამოკითხვის შესახებ ვერ ისაუბრებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018