ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის დაკავებაზე – ”ნუ მეთამაშებით! აქციები გაგრძელდება!”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძემ შსს-ში გაკეთებულ განცხადება კურიერთან შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება:

„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ მისი დავალებით პროკურორები, იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე, რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან რა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, შეკერეს.

„ნუ მეთამაშებიან, ძალიან ვთხოვ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინ 9 საათიანი დაკითხვა მირზა სუბელიანის იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დააკავეს მირზა სუბელიანი. მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა, საქმის გამყალბებელი, პირველი და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პიროვნებები სულ ყველა დაკავებული უნდა იყოს,“ – განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქციები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გაგრძელდება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018