ზაზა სარალიძე – ”პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ვიყავით”

პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს რუსთაველზე, პარლამენტთან განუცხადა.

„დეტალებში აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი, რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები, დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა ავიღე და წამოვედი.

პატრიარქთან ვიყავი და არა შს მინისტრთან, გთხოვთ, ნუ გააიგივებთ, დეტალებზე საუბარი არ გვქონია, ვიყავით ლოცვა-კურთხევის ასაღებად. აქამდეც დიდი სურვილი გვქონდა პატრიარქთან შეხვედრის მე და ჩემს მეუღლეს და რახან ეს შანსი მომეცა, არ გავუშვი ხელიდან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე დღეს ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.

ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018