ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს – „ეს ადამიანი საქმის კურსშია რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მივმართავ თბილისის ვითომ პროკურატურას!

სასწრაფოდ გაასაჯაროვოს ჩემს მიერ კაკუბავას წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის პასუხი თუ რა სამართლებრივი ფორმა მისცეს. მივმართავ ასევე გორის პროკურატურას! სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის გასაჯაროვებულ სიტყვებზე – არც ზაზა სარალიძეა ანგელოზი და არც მისი ცხონებული შვილი იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება საიდან დაიწყო ეს ინციდენტი. გამოდის რომ ინციდენტის შესახებ იცის ამ ადამიანმა და საქმის კურსშია რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს. გორის პროკურატურიდან ველი ამ პოროვნების მიერ ნათქვამი სიტყვების სამართლებრივ შეფასებას”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

mediamall.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018