ზაზა სარალიძე შსს-ს განცხადებაზე – ”მე მაგათი დაცვა არ მჭირდება, ფუი მაგათ!”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძეზე მოსალოდნელი პროვოკაციების გამო უწყება მას დაცვას სთავაზობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა გამოეხმაურა.

ზაზა სარალიძის თქმით, 6 თვის განმავლობაში ითხოვდა მისი შვილის მკვლელების დასჯას და ახლა მას შსს-სგან დაცვა არ სჭირდება. სარალიძის განცხადებით, მის უფლებებს აქციაზე შეკრებილი ხალხი იცავს.

– მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა, 6 თვეა, ჩემი შვილის უფლებების დაცვას ვეხვეწები და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებდნენ ჩემი შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე არ უზრუნიათ, ახლა უნდათ ჩემი დაცვა? ფუი მაგათ, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018