ზაზა ხატიაშვილი: სამარცხვინო წულუკიანმა პროკურორის შერჩევა დაიწყო

თეა წულუკიანმა, რომელიც არის იურიდიული საზოგადოების სირცხვილი, დაიწყო კონსულტაციები პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის შესაცვლელად- ეს განცხადება, იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა.
ხატიაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
ხატიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დამსახურებაა ის რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება. ხატიაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
“ვადამდელი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ. სამარცხვინოა, რომ აქამდე, ქვეყნის სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი, იურიდიული საზოგადოების სირცხვილი, ზის და ტელევიზიიდან უყურებს, რა ხდება მაგის მოღვაწეობის შედეგია ეს ყველაფერი, მურუსიზაცია, ჩინჩალიზაცია. ეს არის იურიდიული საზოგადოების სირცხვილი. მიქაუტაძე რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, ხაჭაპურიძეები გააქცია, საცოდავ ბავშვზე იძალადა და იუსტიციის მინისტრი არის გაჩუმებული. ეს არის ერთი ბინძური წრე რომელიც უნდა მოშოდეს აქაურობას. გუშინ მოურავი რომ გამოუშვა ბიძინამ თავისი,”-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018