ზესტაფონში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა – 3 ადამიანი დაშავდა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018