ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, შს მინისტრი გიორგი გახარია აპირებს მისვლას.

როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა ეს ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივა პარლამენტის შენობასთან. კუპრავამ ყველა შვილმკვდარ ოჯახს მიმართა მიკროფონთან მივიდეს, რადგან მათ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება ექნებათ შს მინისტრთან.

„ჩახედოს მან შვილმკვდარ მშობლებს თვალებში და გასცეს კითხვებს პასუხი, გასცეს ზაზას პასუხი, გასცეს პასუხი მაჩალიკაშვილს“, – განაცხადა კუპრავამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018