ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში 12 წლის დ.კ. გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოზარდი საფეხბურთო მოედანზე თამაშობდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სამედიცინო პერსონალის განცხადებით ბავშვს შეყვანის მომენტში გული გაჩერებული ჰქონდა. დაახლოებით ორსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018