“თავში ჩარტყმული აქვს, სულ სისხლიანი იყო” – წნორში მეუღლესთან ერთად სათევზაოდ წასული ვაჟა სომხიშვილი მოკლული იპოვეს

ოჯახის ინფორმაციით, წნორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.

“თავში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ რკინაა. სულ სისხლიანი იყო. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს, მკვლელს დაიჭერენ”, – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ტატიანა მელნიკოვამ.

გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ მისი ძმის შესაძლო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ლაგოდეხის პოლიციას, თუმცა მისი თქმით, ოჯახის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფაა მიაყენეს.
“მკვლელის დასჯას. გამოიძიონ და ნუ ცდილობენ დამალვას”, – განაცხადა ზურაბ დავითაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018