”თამთა ჯანჯღავა ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა” – რას ადასტურებს ადვოკატი შაბაშვილი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა.
როგორც არჩილ შაბაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით გამოწერილი ჰქონდა მსგავსი სახის პრეპარატები. მისივე თქმით, პროკურატურა არ დაინტერესებულა იმით, თუ რის გამო მოიხმარდა ჯანჯღავა პრეპარატებს.
“შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა. ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანაშაულის მოხდენისას ის არ იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ”, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.
რაც შეეხება თამთა ჯანჯღავასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატის თქმით, მისი გასაჩივრების საკითხს ჯანჯღავასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტს.
“დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. გასაჩივრების საკითხს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა შაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმის პროკურორის განცხადებით, ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს – თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018