თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ამ გადაწყვეტილებამდე კი გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცემერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.

ასევე მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ გლდანი დეპოს ტერიტორიაზე კარვები აიღეს და და ტერიტორია დატოვეს.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.

4 ივნისს, კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების ხელფასი გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ მათი ანაზღაურება პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ხელფასებს აღემატება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018