თბილისში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი დედოფლისწყაროში იყო, აზერბაიჯანთან საზღვარზე

თბილისში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.
„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გვაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კმ-ში იყო.
როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები თბილისში ძლიერად იგრძნობოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018