თბილისში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

რამდენიმე საათის წინ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.მკვლელობა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

დაზიანებები მიიღო კონფლიქტში მონაწილე მეორე პირმაც, რომელიც დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018