”თეა წულუკიანი იტყუება… ” – რატომ თქვა 65.000 ლარზე უარი თამაზ ახობაძემ და რას ერჩის მინისტრს ანა სუბელიანი

„ჩვენ ბოდიშის მოხდაზეც თანახმა ვიყავით, მატყუარა მინისტრო შენ. ეს არის ტყუილი. მინისტრი გააჩერეთ როცა ტყუილს ამბობს“ – ამ ფრაზით დატოვა იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა.

სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა, სასამართლოს მოგების შემდეგ სააღსრულებლო კომისიასთან თანხაზე დაიწყეს ვაჭრობა.

„თამაზ ახობაძეს ფული არ მოუთხოვია, თამაზ ახობაძე თანახმა იყო, ოფიციალური ბოდიშიც კი მიეღო, ბოდიშის მოხდაც კი არ უნდა იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ 4 წელი მაწვალა, რომ ჩემი უფლებები აღმედგინა.

ფული მათ შემოგვთავაზეს, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მე შემომთავაზა 65 ათასი ლარი იმისთვის, რომ უარი მეთქვა აღდგენაზე, რაზეც არ დავთანხმდით“ – განაცხადა თამაზ ახობაძემ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ.

იმავეს ამბობს, კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ანა სუბელიანი, რომელიც ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.

სუბელიანი ამბობს, რომ მან იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა ოფიციალური ბოდიში და თანხაზე არ უსაუბრია.

„მოვითხოვე იუსტიციის სამინისტროს სახელით ოფიციალური ბოდიში მოეხადათ. ისინი დაადასტურებდნენ, რომ ჩვენი უფლებები ნამდვილად შეილახა და სამინისტრო ამას აღიარებს. ამაზეც უარი გვითხრეს. ამის შემდეგ რომ ბედავს ეს ქალი და ამბობს, რომ ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით, ამის შემდეგ თუ ეს ქალი კიდევ გააგრძელებთ იუსტიციის მინისტრობას, მაშინ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

ამას გავცემთ შესაბამის პასუხს. ძალიან დავიღალე, მაგრამ გპირდებით, რომ არანაკლებ დავღლი თეა წულუკიანს და ყველას, ვისაც ეს ეხება“- განაცხადა ანა სუბელიანმა.

მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის მენეჯერს, ანა სუბელიანს და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვის დასმის უფლება არ მისცეს.

თეა წულუკიანმა სასამართლო წააგო – მან თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი სამსახურში უნდა აღადგინოს და 4 წლის ხელფასი გადაუხადოს

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018