თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორნიდან გამოაგდეს

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორან „რედ ჰენიდან“ გამოაგდეს, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს.

ამის შესახებ სანდერსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„გასულ საღამოს „რედ ჰენის” მეპატრონემ ლეკსინგტონში, დაწესებულების დატოვება მომთხოვა, რადგან მე ამერიკის პრეზიდენტთან ვმუშაობ და მეც თავაზიანად წამოვედი. მისი ქმედებები მასზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. ყოველთვის პატივისცემით ვექცევი ყველას, მათ შორის მათაც, რომლებსაც არ ვეთანხმები და ასე გავაგრძელებ“, _ წერს სანდერსი.

თეთრი სახლის პრესმდივანი რესტორანში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა, ოფიციანტი მას მოემსახურა. რესტორნის მეპატრონე სტეფანი უილკინსონმა განმარტა, რომ რესტორნის თანამშრომლებმა დაურეკეს, რომ მათთან სარა სანდერსი იმყოფებოდა. ის თავად მივიდა რესტორანში, რომ ფაქტში დარწმუნებულიყო. მან თეთრი სახლის პრესმდივანს სთხოვა, წასულიყო, მის შეკვეთაზე ფულის გამორთმევაზეც უარი თქვა და აღნიშნა, რომ მის ხარჯებს რესტორანი გადაიხდიდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018