თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018