იაია ტურემ ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა

მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა იაია ტურემ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემას, სადაც მან ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.

ტურეს თქმით გვარდიოლას არ უყვარს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც ავტორიტეტი აქვთ და გვარდიოლასთვის ყველა მოთამაშე პირველ რიგში მისი ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს. ტურეს აზრით გვარდიოლასთან მუშაობა იოლი არ არის:

”გვარდიოლას მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომლებიც მას ფეხებს დაუკოცნიან და არასოდეს შეეკამათებიან. მე ასეთი არ ვარ და ამის გამო მან ამითვალწუნა. მინდოდა რომ სხვანაირად წავსულიყავი, მაგრამ გვარდიოლამ ყველაფერი გააფუჭა. ის უბრალოდ ეგოისტია, რომელიც მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე ფიქრობს”–განაცხადა იაია ტურემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018