ირაკლი ნოზაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა – მომღერალი მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსის, ნიკა ქარცივაძის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა თუმცა, მომღერლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საღამოს უკვე პალატაში გადაიყვანენ.

“ამჟამად პაციენტი მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა ჯერჯერობით ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ჩვენი ვარაუდით, დღის მეორე ნახევარში მოვხსნით ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან,” – განაცხადა ექიმმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018