”იძინებს მზე” – კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე გარდაიცვალა – ვიდეო

ქართველი კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შექმნა მუსიკა 30-მდე ქართული ფილმისა და ანიმაციისთვის და როგორც მისი კოლეგები აცხადებენ, ქართულ კულტურას დიდი განძი დაუტოვა.
ინფორმაცია კომპოზიტორის გარდაცვალების შესახებ ლევან მიზანდარმა გაავრცელა:
– წავიდა ჩვენგან სახელოვანი ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, დიდი მაესტრო ნუგზარ ვაწაძე…
წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა მზით სავსე მუსიკა, რომელიც ყოველდღიურად მოკრძალებით ისმის ქართული ფილმებიდან თუ მულტფილმებიდან… ბევრმა არც იცის თუ ვინ არის ამ საოცარი მუსიკის ავტორი, ჩვენთან ხომ სიცოცხლეში არ იციან კაცის დაფასება…
ნათელი დაადგეს იმ ქვეყნად. მისი შემოქმედება ქართველი ერის საგანძურია! ნუგზარ ვაწაძე მარადისობაა!
ნუგზარ ვაწაძეს 12 ივნისს დაკრძალავენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018