კატო კალაძე – ”ავადმყოფი ირანელი ქართველი გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით!”

ცოტა ხნის წინ კატო კალაძემ ფეისბუქში დაწერა:

🆘 გამარჯობა, ამ ავადმყოფი ირანელის გვერდს გადავაწყდი, ქართველი ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით. აღმაშფოთებელი კი არა კატასტროფაა. 😡😡😡რა ვქნა ვის მივმართო? გადახედეთ იქნებ გეცნოთ ბავშვები!”

პოსტს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა.

„ეს ფაქტი ვიცი კატო, “დედების კლუბი “როა ხომ იცი, ორი კვირის წინ ალბათ იქ შემხვდა. აღვშფოთდი, კომენტარებიდან გავიგე რომ დედებმა იცნეს შვილები და შეიტანეს განხვადება შ.ს.ს-ში. გაგრძელება არ ვიცი… ცოტა არასერიოზული მიდგომა მომეჩვენა მათი (მშობლების)მხრიდან“ – წერს ერთ-ერთი მოქალქე.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე “სავარაუდოდ ბავშვებით ვაჭრობს”.

შს სამინისტროში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ უწყებაში ინფორმაცია დაახლოებით 2 კვირის წინ შევიდა და ფაქტის შესწავლა დაიწყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018