კვირიკაშვილი მიდის – პრემიერის პოსტი შესაძლოა მამუკა ბახტაძემ დაიკავოს

სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – პარტია “ქართული ოცნება” ამ წუთებში საგანგებო შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება.არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურს შეცვლის. მედიაში საუბრობენ, რომ კვრიკაშვილის სავარძელს შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე შესაძლოა ფინანსთა მინსიტრი მამუკა ბახტაძე ვიხილოთ.

სამთავრობო ცვლილებები ამით არ ამოიწურება. კულუარული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტროს სავარძელს სასჯელაღსრუკლების მინისტრი კახი კახიშვილი დაიკავებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018