კვირიკაშვილი: მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5% შეადგენს და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ზრდის ტენდენციები ნარჩუნდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი საწარმოების ბრუნვის და დასაქმებისმაჩვენებლებშიც.

„რამდენიმე დღის წინ, 2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელიც 6.5% შეადგენს. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში. ბოლო წლების მსგავსად, 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები ბიზნესსექტორში ბრუნვის, გამოშვების, დასაქმების ზრდის მიმართულებით. ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%ით გაიზარდა და 18 მილიარდი ლარი შეადგინა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 17.1%- ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა. მისი თქმით, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა დასაქმებაზეც პოზიტიურად აისახა.

„2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3 %-ით გაიზარდა, მათ შორის, დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,7%-ით გაიზარდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, გაზრდილია ასევე ტურიზმის კუთხით მაჩვენებელიც.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018