კომპანია “სვეტს” კლიენტებისთვის თანხის დაბრუნება მოუწევს

კომპანია “სვეტს” კლიენტების მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება დაეკისრა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.

როგორც bm.ge-ს დაზარალებულების ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ განუცხადა, სასამართლომ კომპანიას ასევე დააკისრა სასამართლო ბაჟის და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაც, შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც.

ბურჭულაძე ამ ეტაპზე სასამართლოში ორი კლიენტის ინტერესს იცავდა, რომელთა მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი თანხა, ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარია. ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა დაზარალებულების სარჩელებზე მუშაობაც.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,სვეტის“ ობიექტები უნებართვო მშენებლობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვეა შეჩერებულია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018