კოტე იოსელიანი ბოდიშს იხდის

არასოდეს გამიკეთებია ჰომოფობიური/დისკრიმინაიული განცხადება და ვემიჯნები ნებისმიერ ჰომოფობიურ/დისკრიმინაციულ შეხედულებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოტე იოსელიანი წერს და ბოდიშს იხდის.

“დღეს ერთ-ერთ სოციალურ/გასართობ გადაცემაში ჩემსა და წამყვანს შორის შედგა დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით (კანდიდატურა ჯერ არ იყო ოფიციალურად დასახელებული).

კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საუბრისას, ასევე ვისაუბრეთ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტზე.

გადაცემის შემდეგ წამყვანმა სამწუხაროდ, ჩემს საკუთარ ინტერპრეტაციად გაასაღა სოციალურ ქსელში აბსოლუტურად უცხო ადამიანის პოსტის განხილვა, რასაც მოჰყვა უარყოფითი შეფასებები.

არასოდეს გამიკეთებია ჰომოფობიური/დისკრიმინაიული განცხადება და ვემიჯნები ნებისმიერ ჰომოფობიურ/დისკრიმინაციულ შეხედულებებს. პატივს ვცემ ლიბერალურ ფასეულობებს და ამის დანახვა არავის გაუჭირდება ჩემს ნებისმიერ საჯარო გამოსვლაში.

ბოდიშს ვიხდი თუ კი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე.

ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს პირადი ცხოვრების განსჯა, მით უფრო, რომ ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა ადამიანების პირადი არჩევანია. მე მხოლოდ ვცადე წარმომეჩინა, რომ ბატონი ბახტაძის დანიშვნა ნეპოტიზმის გამო ხდება.

ვწუხვარ, თუ ამ დისკუსიის დროს უნებურად დავაზიანე ადამიანების პირადი გრძნობები, რაც დანამდვილებით არ ყოფილა ჩემი მიზანი”, – წერს იოსელიანი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018