ლადო სადღობელაშვილი და მარშის 4 წევრი 5.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ მიმდინარე აქციის დროს „ქართული მარშის“ დაკავებული წევრები სასამართლომ გაათავისუფლა. ექვსი პირიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ბექა რევაზიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგი დანგაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი პირი, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი რჩება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018