ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვა ითხოვა

„ქართული მარშის“ 7 დაკავებული წევრის საქმე წინასასამართლო სხდომაზე განიხილება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადასინჯოს.

გასულ სხდომაზე ქართული მარშის დაკავებული წევრების ჯგუფური ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლადო სადღობელაშვილმა ორჯერ მიმართა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე თხოვნას უარით უპასუხა და დაკავებულს შეახსენა, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფება.

„ქართული მარშის“ შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა. 4 მაისს ქართული მარშის წევრები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018