მამუკა მდინარაძე – “ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის ჩვენებები რთული მოსასმენი იყო… ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კითხვები ჩნდება”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ძალიან რთული მოსასმენი იყო მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენებები.„ისინი ყვებოდნენ დეტალებს, მათ შორის, დაჭრის შემდეგ და მოვლენებს დეტალურად აღწერდნენ. თუმცა ახალი ხელშესახები, რომ გამოძიებას რაიმე მისცეს, ასეთი მათ, სამწუხაროდ, არ უთქვამთ…”- თქვა დეპუტატმა.

მდინარაძის განცხადებით, დღეს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება, რატომ არ დაიკითხნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებმა გამოკითხეს.

„როდესაც ამ საქმეს, შესაძლოა, სავსებით სამართლიანად საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მაშინ სამი მთავარი კითხვა იყო. ეს სამი კითხვა ფარდულსა და მის დანგრევას, გაღუნულ დანას და სუბელიანის თემას შეეხებოდა. სუბელიანი დღეს დაკავებულია. მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ რჩება. ფარდულს რაც შეეხება, მისი აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება. ვიღაცას ფარდული შეგნებულადაც დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმესთან დაკავშირებით არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს. დღეს აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება. რატომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად გამოკითხეს პოლიციელებმა და მათთან ოპერატიული მუშაობა ჰქონდათ გაჩაღებული. საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ არის და მათი დაკითხვა შემდეგ ოფიციალურად ხდება. ამ კითხვებზე პასუხებისთვის შსს-ს თანამდებობის პირები და გამომძიებელი დაბარებულია. ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები ჩვენ აუცილებლად გვექნება, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018