მარადონამ ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა

დიეგო არმანდო მარადონამ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა და თქვა რომ არგენტინელებს ისლანდიასთან სათამაშო გეგმა არ ჰქონდათ. მარადონას აზრით სამპაოლი გონს უნდა მოვიდეს და ცვლილებები გააკეთოს:

”ჩვენ ისეთი თამაში უნდა ვაჩვენოთ როგორც ეს არგენტინის ნაკრებს შეეფერება, ამიტომ სამპაოლიმ შემადგენლობა უნდა შეცვალოს, თორემ ისევ ცუდ შედეგს მივიღებთ. ლაპარაკის დრო დასრულდა და სამპაოლიმ უნდა დაამტკიცოს რომ მას შეუძლია ნაკრების მწვრთნელობა”–განაცხადა დიეგო მარადონამ.

არგენტინელებმა მუნდიალის პირველ შეხვედრაში ისლანდია ვერ დაამარცხეს. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018