“მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!” – ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს

პარლამენტის წევრი ეკა ბესელი ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება და მას პოლიტიკურ გზავნილად აფასებს.”ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.

ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით , უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!

მე არცერთ ეთერში და მათ შორის რუსთავი 2 ის ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას .

ნაც მოძრაობას რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!

ძალიან უცნაურია იმ.კომისაში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია , ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას .

ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის…”- აცხადებს უმრავლესობის წევრი.

პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრისას ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ თუ ეკა ბესელია კომისიის წევრი იქნება, ის საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018