მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია. როგორც „ნიუპოსტს“ პროკურატურაში განუცხადეს, ჩანიშნულია ბრიფინგი და დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ აბაზოვის დაკავება გუშინ გავრცელებულ კადრებს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთ პირზე მორალური და სიტყვიერი ზეწოლა ხორციელდება.