მაჩალიკაშვილების ოჯახი  ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს

პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განუცხადა,14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნას გააჟღერებენ.
მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018