,,მეზობლის კაცმა დაინახა, რომ ძაღლს ადამიანის კიდური მოჰქონდა” – ჭიათურის ტრაგედიის ახალი დეტალები

ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მეზობლის ვენახში დამწვარი ნახეს.

ახალგაზრდას მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით კი ვენახში გარდაცვლილი იპოვეს.

,,მეზობლის კაცმა დაინახა, რომ ძაღლს ადამიანის კიდური მოჰქონდა. დაიწყეს ადგილების დათვალიერება და მიაგნეს ცხოველებისგან ნახევრად შეჭმულ ცხედარს. მორწმუნე ბიჭი იყო, რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არავინ იცის. კონფლიქტი არავისთან ჰქონია”- ამბობენ მეზობლები.

Imedinews -ის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდამ ჭიათურაში ბოთლით საწვავი შეიძინა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია, სახლთან იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. ოჯახმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ასევე, დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია ამის შემდეგ გაირკვევა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018