მეტრო 5 ივნისსაც არ იმუშავებს – კალაძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

თბილსიის მერიის წარნომადგენლები გლდანის დეპოსთან, გაფიცულ თანამშრონლებთან მიდიან, სადაც გადაწყდება განაახლებს თუ არა მეტრო 5 ივნისიდან მუშაობას.

თბილისის მერიაში შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. გაფიცულ მემანქანეებს საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ. მემანქანეების თქმით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ასევე სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ გაფიცულებთან მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018