მექსიკამ გერმანიის ნაკრები დაამარცხა

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სენსაციური მარცხით დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ისინი მექსიკის ნაკრებს შეხვდნენ და 0:1 წააგეს. მატჩის  ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 35–ე წუთზე ირვინ ლოზანომ გაიტანა.

აღსანიშნავია რომ მექსიკელებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ხოლო გერმანიის ნაკრები კი თავის თავს არ გავდა. მეორე ნახევარში მდგომარეობა შეიცვალა და გერმანელები ბევრს უტევდნენ, თუმცა საბოლოოდ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება და მასში ერთმანეთს შვედეთი და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდებიან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018