მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მირზა სუბელიანს წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ ბრალი წაუყენეს.

„მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 336 მუხლით წარუდგინეს. რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო“ – თქვა სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.

საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

მეზვრიშვილის თქმით, ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლითაც ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანია დაკავებული, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018