„მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, თავი გაუტეხეს, სცემეს” – გიორგი ბარამიძე

შიმშილობის მეოთხე დღე – ოზურგეთის საკრებულოს მისაღებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია გრძელდება. აქციის სამ მონაწილეს გუშინ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.

ბესო ქათამაძის ცემის გამოძიებისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ხვალ ამოიწურება.

მათი მთავარი მოთხოვნა ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა და მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაა.

„მხოლოდ იმიტომ, რომ კოლეგამ მმართველი პარტია გააკრიტიკა, მას თავი გაუტეხეს, სცემეს. ასეთი ადამიანები საკრებულოში საპასუხისმგებლო თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ და ეს ადამიანები არ უნდა ებღაუჭებოდნენ ამ თანამდებობებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018