ნათია თურნავა – “საქართველოში კერძო კაპიტალის მოზიდვა კვლავ პრობლემად რჩება”

“საქართველოში სესხის მოზიდვა არ არის დიდი პრობლემა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საკმაოდ მიმზიდველი და შეღავათიანი პირობებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლავ პრობლემად რჩება კაპიტალის მოზიდვა” – ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, “საპარტნიორო ფონდი” ითავსებს ამჟამად ამ ფუნქციას და ერთგვარად განვითარების ინსტუტუტის როლს ასრულებს, გრძელვადიან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

“საპარტნიორო ფონდი” სწორედ ამ როლს ასრულებს და ფარავს ამ წილს, ხოლო შემდეგ ჩვენ ამ პროექტებიდან გამოვდივართ. ბევრი პროექტი გვაქვს, მათ შორის ენერგეტიკულო სექტორში, როგორიცაა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, თუ გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომლებიც კარგი მაგალითია გრძელვადაიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისა.

გამოვყოფდი სამოქალაქო ავიაციისთის ნაწილების დამამზადებელი საწარმოს პროექტს, რომელსაც ძალიან დიდი დრო დავუთმეთ, 2013 წლიდან ვმუშაობდითა ამ პროექტზე. ამჟამად ამ პროექტს ჩვენთან ერთად ახორციელებს ისეთი ცნობილი ისრაელური კომპანია როგორიც “ელბიტ სისტემსია”, რომელიც 1967 წლიდანაა ბაზარზე. ეს პროექტი არის ჩვენთვის ძალიან პრესტიჟული, რადგან ჩვენი კლიენტები ისეთი ცნობილი კომპანიები იქნებიან, როგორიც “ბოინგი“, “აირბასი“ და “ბომბარდირია”. როდესაც რუკაზე გაჩნდება საქართველო, როგორც ასეთი სერიოზული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს დიდი მიღწევა იქნება” – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018